იენს სტოლტენბერგი რუსეთს მიმართავს

როგორც ვიცით რუსეთი ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს: სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ნატო გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რუსეთი სათანადო ზომებს მიიღებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განლაგებული.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მახლობლად ბელარუსის და რუსეთის ჯარები მზადყოფნაში არიან.

„რუსეთის სამხედრო ფორმირება უკრაინაში და მის გარშემო გრძელდება, 100 000-ზე მეტი ჯარისკაცით პოზიციებზე და მეტი გზაშია, მათ შორის მნიშვნელოვანი განლაგებაა ბელარუსში“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ნატოს მტკიცედ სჯერა, რომ დაძაბულობა და უთანხმოება უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით“, – განაცხადა გენმდივანმა.

მან აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა არცერთი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ალიანსში გაწევრიანების უფლებასთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატების იმედით, ნატო ყველაზე უარესისთვის ემზადება.