გერმანიის მთავრობის ქცევა უსიტყვოდ მტოვებს. თავდაცვის სამინისტროს აშკარად არ გაუაზრებია, რომ ჩვენს პირისპირ არიან უნაკლოდ აღჭურვული რუსული ძალები, რომლებმაც ნებისმიერ დროს, შესაძლოა, უკრაინაში მორიგი შემოჭრა დაიწყონ.
მომდევნო ჯერზე რა სახის დახმარებას გამოგზავნის გერმანია? ბალიშებს? – თქვა კიევის მერმა,
ვიტალი კლიჩკომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, დახმარებოდნენ უკრაინას 5 000 ჩაფხუტით.