NDI-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ვეჩიჩინები “გამოფეისბუკებულ” პარტიებსა და მათ ლიდერებს – ხალხს პურის ფული უჭირს; ხალხი არ გენდობათ! – გულბაათ რცხილაძე

რეალობას მოწყვეტილი, თავიანთ “ფეისბუკებსა” და პარტიულ ტელევიზიებში თვითგამომწყვდეული პარტიები, ჯიუტად განაგრძობენ ხალხის მოთხოვნების არ-გათვალისინებას. არადა, ვითარება ისეთია, როგორსაც ვუხატავდი ბევრ მათგანს, ბოლო წლების მანძილზე:

ხალხის უმეტეს ნაწილს ლუკმა პური უჭირს, სარჩო-საბადებელი ადარდებს, ხვალინდელი დღის იმედი აქვს დაკარგული, თქვენ კი ამ დროს ნატოზე, “გეებზე”, რაღაც განყებენულ იდეოლოგიებზე, ნაგიჟარ მიშაზე და კიდევ ბევრ უსაგნო თემაზე ესაუბრებით. თუმცა, ახლა რაც არ უნდა ისაუბროთ და სულ სოლომონ ბრძენის დარი აზრები აფრქვიოთ, ვფიქრობ, დაგვიანებულია – ხალხის ნდობა დაკარგული გაქვთ!

ხალხი ენდობა ისეთ პარტიას (თუკი ასეთი მომავალში გაჩნდება), რომელიც არა მჭევრმეტყველებით, არამედ საქმით, ხალხთან სიახლოვით, ხალხის გასაჭირის გაზიარებით მოიპოვებს ნდობას და ამავე დროს იქნება არა დასავლეთზე, არამედ რეალობაზე ორიენტირებული, ეს რეალობა კი რუსული ბაზარი, რუსული ინვესტიციები, რუსული სამხედრო თავდაცვაა! მაგრამ, პირველ რიგში, დაამტკიცეთ, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება ძალგიძთ და რაღაც უკვე გაგიკეთებიათ ან აკეთებთ!

აი ბოლო კვლევების შედეგები, არა მგონია, ამერიკული “ენდეაი” ჩემი შეხედულებების გამყარების მიზნით აყალბებდეს გამოკითხვის შედეგებს; ამჯერად, ეს გამოკითხვა ბაჯაღლო სიმართლეა, ეს ისედაც ვიცოდით იმ სოციოლოგებმა, ვისაც ჭკუა მოგვეკითხება:

რესპონდენტების 32% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სიღარიბეს ასახლებს, ასევე 32% ინფლაციას, 29 %სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას, 13% პენსიებს.

ამასთან, გამოკითხულების 2% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ნატოში გწევრიანებას, გარემოს დაცვას, ევროკავშირში გაწევრიანებას, კრიმინალს, რუსეთთან ურთიერთობასა და სასამართლო სისტემას ასახელებს.

გარდა ამისა, რესპონდენტების 49% საქართველოსთვის ეკონომიკის წინაშე მდგავ ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 42% ინფლაციას, 23% სიღარიბეს, 21% დაბალ ხელფასებს, 14% ლარის გაუფასურებას.

NDI-ის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მოქალაქეები ძირითად ეკონომიკურ პრობლემებზე თანხმდებიან.

გამოკითხულების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, განათლების, ტერიტორიული მთლიანობის, კრიმინლისა და სიღარიბის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარესდა. ქართული ოცნების მხარდამჭერების 51%-ც ფიქრობს, რომ სიღარიბის თვალსაზრისით ვითარება გაუარესდა.

გამოკითხულების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია მოქმედებს და არც ოპოზიცია. 51% ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისიწნებით მოქმედებს, 36% ეთანხმება, 13%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

პარალელურად, რესპონდენტების 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტსა და თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. 31% ეთანხმება, 16-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

კლვევის თანახმად, გამოკითხულების უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – 41%-მა თქვა, რომ არცერთი. 12%-მა უარი თქვა პასუხზე, 6%-მა არ იცის. 24%-მა ქართული ოცნება დაასახელა, 9%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 8%-მა კი – სხვა პარტიები.

აბა მიდით, თქვენ მაინც თქვენი განაგრძეთ, შეუბერეთ – ტაშიიი….

 

გულბაათ რცხილაძე