ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ნაც-ქოცურ გარჩევებში ჩაება და კობახიძეს გამოექომაგა, მისი შვილის ე. წ. “ბულინგის” გამო:
„მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ყველა, ნაციც, ქოციც, მემარჯვენეც, მემარცხენეც ცენტრისტიც, ულტრალიბერასტიც და რუსეთუმეც, არავისი შვილის ბულინგი არ შეიძლება, არც ჩემი, არც კობახიძის, არც პეტრესი, არც პავლესი და საერთოდ არავისი.. მოგვწონს ჩვენ მისი მშობელი როგორც პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ექსპერტიტი… თუ არ მოგვწონს. აქსიომაა ეს და გაითავისეთ ძალიან გთხოვთ რა..“
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს, რომელიც შვილთან ერთად იმყოფებოდა, ნაცმოძრაობის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.