გერმანიის საგარეო უწყება: ყველამ იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის შესაფერისი დრო არ არის

ყველამ იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის შესაფერისი დრო ეხლა არ არის, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

ინფორმაციას ამის თაობაზე კი უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ბერბოკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბარი არ არის.

როგორც ვთქვი, ყველამ იცის, რომ ახლა (უკრაინის ნატოში შესვლა) ამის დრო არ არის, მათ შორის რუსეთმაც. უკრაინელ ხალხს სურს მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვროს. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში ოჯახებს გაშორდა, ამასთან მოხდა კონფლიქტი დონბასში. ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა კვლავ ვისაუბროთ მინსკის შეთანხმებებზე, რათა ადამიანებმა იცხოვრონ თავისუფლად და უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს ლუგანსკის ოლქში რუსმა სამხედრო ძალებმა უკრაინის პოზიციებზე შეღწევა სცადეს.