მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – BLB.
კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა მის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ინფორმაციას იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს.
– “იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!
– მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
– მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით” – წერს კომპანია BLB facebook-ზე.
შეგახსენებთ, საქმე ეხება სერიალ “ლაზიერის გამბიტს”, სადაც ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნაა, სერიალიდან მისი კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება ამოიღონ და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დაევალოს.
წყარო: itv.ge