აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლია მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის ქარი, 10-15მ/წმ-ში. ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება.meteo.gov.ge=ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში, ტემპერატურა ღამით -4 -5 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება. 29 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30-31 იანვარს კი ზოგან წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა -4 დან +10 შორის იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.
თბილისში 31 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. -4 გრადუსამდე ყინვაა 29 იანვრის ღამით. დანარჩენ დღეებში კი ტემპერატურა -3 დან +8 გრადუსამდე შუალედში იქნება.