სამხედრო წვრთნები 20 სამხედრო-საზღვაო ხომალდის მონაწილეობით ოთხშაბათს დაიწყო და რეგიონში სამხედრო აქტივობის მკვეთრი ზრდის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირების ირგვლივ დასავლეთის გაღიზიანება გამოიწვია.
შავი ზღვის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, სავარაუდოდ, პარასკევს დასრულდება.
„უკრაინის სამხრეთით მოსაზღვრე რუსეთის როსტოვის რეგიონში, რუსეთის საარტილერიო ძალები, ჰაუბიცების ჩათვლით, ასევე წარმოსახვითი „მტრის“ ჯავშანტექნიკას ანადგურებენ,“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
სამხედრო საზღვაო ძალების წვრთნები, რომლებიც შავი ზღვის ტერიტორიაზე და წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანემდე მიმდინარე თვეში მრავალ ლოკაციაზე მიმდინარეობს, ასევე ნაღმების წმენდას ანხორციელებდა.