შპს “თბილსერვის ჯგუფი” მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.
“სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას “თბილსერვის ჯგუფის” საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელი მიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“რუსთავი2”