„პრემიერ- მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა
2021 წლის ბოლოს რომ “დასჭექა” და
“კაზინო/მაზინო/საყომარო/საბოზო” საქმეებს “დაარტყა”, –
რეკლემებს ავკრძალავთ და ასე ვიზამთ და ისე ვიზამთო, –
ხო არაფერი გაგიგიათ, რა ხდება?!
დალია ხო “ჩაილურის წყალი” ამ “ბაზარმა?”
სულ მალე
კაზინო/მაზინო/საყომარო/საბოზო საქმის მესვეურთა
შემოსავალი საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებზე მაღალი ოფიციალურად გახდება, არაოფიციალურად კი კაი ხანია იგი აღემატება იმას, რასაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქვია!
ახლა კი ხართ ამ საქმეზე დასპეცებული
და მალე ერთადერთი საქმე დაგრჩებათ:
დაჯექით და
იყომარეთ და იყომარეთ,
იყომარეთ და იყომარეთ,
იყომარეთ და იყომარეთ!
(აღარ გავაგრძელებ სხვა რამეს!)
ამას კიდევ ბიტკოინებსაც თუ დაუმატებს,
იყიდით და გაყიდით,
იყიდით და გაყიდით,
იყიდით და გაყიდით, –
თქვენი კოჭი ალჩუზე დაჯდება და ყველანი მილიონერები
იქნებით, – არც სწავლა დაგჭირდებათ, არც მეცნიერება,
არც შრომა, არც გარჯა და პროფესიული სრილყოფა:
ყომარობ და ბიტკოინით ტკბები!
ნუ ხანდახან, ცოტა წაუბოზებ კიდევ,
აბა, ყომარი ბოზობის გარეშე რა პონტია, ხომ?!
მოკლედ,
“შენ დაუკარ, ბიჭო გოგი!”
…
დანარჩენი კი იცით!“
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: