ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს და კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირეს, რუსეთს, პირდაპირ თავს დაესხმებიან.
Reuters-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ეს განცხადება დეპუტატებთან და ოფიციალურ პირებთან სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალ თვეში რუსეთ-ბელარუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მინსკს იმის გარკვევაში დაეხმარება, სად სჭირდება მას ძალების კონცენტრირება.
შეგახსენებთ, დასავლეთი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების გამო, რომლის ჩატარებაც უკრაინის ჩრდილოეთით მომავალ თვეშია დაგეგმილი.