„უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-“ის გაჩერებაზე და რუსეთი გავაძევოთ SWIFT-ის შეთანხმებიდან“ – მარინა კალიურანდი

„გამანადგურებელი სანქციების დაწესების დრო დადგა. უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-“ის გაჩერებაზე და რუსეთი უნდა გავაძევოთ SWIFT-ის შეთანხმებიდან, ანუ ფინანსური რეგულაციებიდან“, – ამის შესახებ ერვოპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩრდილოეთ ნაკადი-2″-ზე ძალიან ძნელია გადაწყვეტილების მიღება. მოლაპრაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე.

გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება.

რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც ეს არაა ცალმხრივი გზა. თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა რუსეთს დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს”, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, უკრაინის საზღვართან შექმნილ დაძაბული ვითარების ფონზე არავინ იცის რა მოხდება ხვალ და ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ეს გაურკვევლობაა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაიხსნება.