ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიიღებს.
სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებით მსჯელობა 31 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. განხილვის შემდეგ დასკვნა მომზადდება, რომელსაც შემდეგ კომიტეტი პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა პირველი თებერვლის პლენარულ სხდომაზე მოხდება.
ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის არცერთ პლენარულ სხდომას არ დასწრებიან, ბადრი ჯაფარიძე კი დამნაშავედ სასამართლომ ცნო.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტი ასევე იმსჯელებს ყოფილი სპიკერის, კახა კუჭავას მანდატზეც, რომელმაც პარლამენტი დატოვა და მანდატზე უარი განაცხადა.
“რეზონანსი”