ბელარუსი აუცილებლად ჩაერთვება ომში, თუ აგრესია განხორციელდება ჩვენი მოკავშირის, რუსეთის წინააღმდეგ – ლუკაშენკო.
ბელარუსის ლიდერის, ლუკაშენკოს თქმით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გარეშე ძალები ბელარუსს ან რუსეთს დაესხმება თავს.
– “მაშ იქნება თუ არა ომი? დიახ ის იქნება, ოღონდ მხოლოდ ორ შემთხვევაში. ის იქნება თუ ჩვენი ბელარუსის წინააღმდეგ დაიწყება ცხელი ომი, მაშინ ჩვენ ყველა, ისინიც კი, ვისაც არ სურთ, დავდგებით ჩვენი სამშობლოს დასაცავად. გარდა ამისა, ბელარუსი აუცილებლად ჩაერთვება ომში, თუ აგრესია განხორციელდება ჩვენი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რომელიც ამტკიცებს, რომ კრემლს ომი არ სურს, “თუმცა საკუთარი ინტერესების უგულებელყოფის უფლებას არავის მისცემს”.
წყარო: newposts.ge