რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?! იცნობდი და თან როგორ  ქონებასაც ჩუქნიდი – თამთა მეგრელიშვილი

ეს იმ სერიიდანაა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს, – წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ფიზიკური პირის მეგის ქარდავას ძმისთვის, ლევან ქარდავასთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

,,ეს იმ სერიიდანაა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს.

2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის

#16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას

მეგის ქარდავას ძმას 1 ლარად კოჯორში მდებარე 2 501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტყის ზონა) გადაეცა. (საკადასტრო კოდი: 81.01.06.325).

რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?!იცნობდი და თან როგორ – ქონებასაც ჩუქნიდი“, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.