სამხრეთ აფრიკაში ტროპიკულ შტორმ „ანას“ 70 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს, ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა – აქედან 41 მადაგასკარში, 18 მოზამბიკში, 11 კი მალავიში.
შტორმმა ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.
წყარო: newposts.ge