ნაგვით სავსე სიყვარულის ქალაქი – სიღნაღში დასუფთავების თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს.
სიყვარულის ქალაქი, ნაგვით სავსე ქალაქად გადაიქცა. სიღნაღი წლების წინ ქვეყნის ტურისტული ცენტრი იყო, ახლა კი ქალაქის მთავარი ქუჩები და ისტორიული ადგილები ნაგვით ივსება.
დასუფთავების პრობლემა სიღნაღში მას შემდეგ დადგა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ეკონომია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ხარჯზე გადაწყვიტა და ამის შემცირების პარალელურად, საკუთარი ანაზღაურება გაიზარდა.
ნაგვით სავსე ქალაქის პრობლემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ადგილობრივებისგან განსხვავებით, საერთოდ არ აწუხებს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტურისტული მარშრუტების დასათვალიერებლად არ სცალიათ.
წყარო: ptn.ge