კანადამ კიევში მდებარე საელჩოდან პერსონალის გაყვანა დაიწყო

კანადა კიევში მდებარე საელჩოდან არასაჭირო პერსონალის გაყვანას იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს თანამშრომლები ქვეყანას დროებით ტოვებენ.

„იმის გამო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, ჩვენს უმაღლეს პრიორიტეტად რჩება კანადელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენი ოფიციალური პირები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში კანადის მოქალაქეების დახმარება უზრუნველყონ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კანადის საელჩო უკრაინაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.