“ლაბორანტადაც კი აღარ გვინდიხარო” – ეკა კიკნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

“ლაბორანტადაც კი აღარ გვინდიხარო” – ეკა კიკნაძეს ნახევარი თვის ხელფასი ჩაურიცხეს და გაათავისუფლეს.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე Facebook-ზე წერს, რომ ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანის შემდეგ, კულტურის მინისტრის ადმინისტრაციამ არც ამ თანამდებობაზე დატოვა და ახლა უკვე მუზეუმიდან საბოლოოდ გაუშვა.

როგორც კიკნაძე განმარტავს, სხვა თანამშრომლებთან ერთად ისე გაათავისუფლეს, რომ ამის შესახებ არც კი აცნობეს და პირდაპირ ნახევარი თვის ანაზღაურება ჩაურიცხეს.

– “ამასობაში, წულუკიანის ადმინისტრაციამ, ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო

– თურმე, ორ კვირაზე მეტია გათავისუფლებული ვარ, სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა, არც შეტყობინებით შეუწუხებიათ თავი, არც ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნით. პირდაპირ ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვით გამაგებინეს.

პ.ს. დოჩანაშვილი მაინც თუ წაიკითხეს ნეტა …” – წერს ეკა კიკნაძე.

წყარო: newposts.ge