„მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა“ – სტამბოლში მოკლული ქართველის და დეტალებზე საუბრობს

თურქეთში, სტამბოლის გარეუბანში რამდენიმე დღის წინ მოკლული ქართველი, 32 წლის გიორგი სიხარულიძე, სოფელ ნაბეღლავში დაკრძალეს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

გარდაცვლილის ნახევარ და „პრაიმტიმთან“ მკვლელობის დეტალების შესახებ საუბრობს.

„ურთიერთშელაპარაკება მეგობრის ბინაში მოხდა. გიორგი, ეკა მამფორია მაია ბარათაშვილი და ხვიჩა წიფურია მეუღლესთან ერთად იყვნენ ბინაში, რა დროსაც მოვიდა ზვიადი ბულია. ბულიას ხვიჩა წიფურიას მოკვლა უნდოდა, მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ხვიჩამ მოასწო გაქცევა და ხმაურზე გიორგი გამოვიდა, რომ ნახა დარბის დანით ბულია,გაქცევა სცადა ისეთი მშიშარა იყო.

ბულიამ იფიქრა, ხვიჩა გარბისო და უკნიდან დაარტყა დანა გიორგის. მან ფეხი გადადგა, მაინც სცადა გასვლა მაგრამ წაიქცა. იმ მაია ბარათაშვილმა რომ ნახა, უკან შეირბინა,სველი ტილოები ადეს გიორგის და ერთი არ დარეკეს სასწრაფოში.

ჩემი ძმის გერი დისშვილი ცხოვრობს თურქეთში ახლო ქალაქში ირაკლი და იმას დაურეკეს ექვსის ნახევარზე და ეს მოხდა პირველ საათზე, ჩემი ძმა სისხლისგან დაიცალა ამასობაში. ამ ხმაურზე გამოსულან ვიღაც თურქები და იმათ დარეკეს სასწრაფოში. ყველაფერი გარკვეულია ყველა წერილი ხმოვანი აქვს ირაკლის და არც დატოვებს იმათ გარეთ”,- ამბობს “პრაიმტაიმთან” გიორგი სიხარულიძის ნახევარდა ნათია ლემონჯავა.

“მე რუსეთში ვცხოვრობ 2016 წლამდე არ მქონდა მოქალაქეობა და სამწუხაროდ მანამდე მოწვევას ვერ გავუკეთებდი ჩემს ძმას, სულ მეშინოდა რომ თურქეთში იყო… უფრო თურქების მეშინოდა, მაგრამ ქართველების ხელიდან დაიღუპა. მოქალაქეობა რომ ავიღე სულ ვეუბნებოდი დაბრუნდი საქართველოში და აქეთ წამოგიყვან. სულ მეშინოდა… მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა. მეწვის გული ასე უყურადღებოდ რომ დაგვიღუპეს ბავშვი. მე გიორგის მამამ გამზარდა, დედა თბილისშია ქირით, როგორ გამწარდა დედა, ახალგაზრდა შვილი მოუკლეს და სხვის გამო, ის ხვიჩა წიფურიაც არ გამოდის კონტაქტზე რომ გვითხრას რა მოხდა და ასე დაგვეღუპა გიორგი”,- აღნიშნავს სიხარულიძის და.

32 წლის გიორგი სიხარულიძის მკვლელი, 45 წლის ზვიად ბულია დაკავებულია. ინფორმაცია”პრაიმტაიმს” მისმა ოჯახმა დაუდასტურა.იგი ზუგდიდის სოფელ ოდიშის მცხოვრებია და თურქეთში ცხრა წელია იმყოფება.