პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატის კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა მისი ნათლიის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გოგი გვახარიას პროექტში “შვილი” ისაუბა, რომლის ინტერვიუ “რადიო თავისუფლების” გვერდზე გამოქვეყნდა:
“მჯერა ადამიანის, მაგრამ ნათლიაჩემს შეცვლის არაფერი ემჩნევა. ალბათ, ვერ აცნობიერებს რა დააშავა. ადამიანი ვერ შეიცვლება იქამდე, თუ არ გაიზრებს რა გააფუჭა და რა არასწორი ნაბიჯები გადადგა.
დღემდე ჰგონია, რომ რაც გააკეთა ყველაფერი ეპატიება. რომ მოდიოდა იქ იას და ვარდებს დაახვედრებდნენ, რომ – მიშაა ქვეყნის აღმშენებელი, მაგრამ რეალობა ისეთია, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა არაკანონიერად უცხოეთის მოქალაქემ და რას ელოდებოდა ძალიან მაინტერესებს”, – ამბობს დავითაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.