პარლამენტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ხვალ განიხილავს

საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე იგეგმება სამი ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა – მოხდება კენჭისყრაც. თუმცა მანამდე, დღეს საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სხდომებზე არ დასწრებაა, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება – “ლელოში” პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

 

“რუსთავი2”