ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 9 ადამიანი.

მინდელის სახელობის შახტში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ჯერ ტყიბულის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ისინი  თბილისში გადაჰყავთ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

“რუსთავი2”