ბაიდენმა ყატარი ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა ყატარი ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ დაასახელა – განცხადება ბაიდენმა თეთრ სახლში, ყატარის ემირის ვიზიტამდე გააკეთა.

„მე ვატყობინებ კონგრესს, რომ ყატარს ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ ვასახელებ, რათა აისახოს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დაგვიანებულია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი აშშ-ის პრეზიდენტებმა 17 ქვეყანას მიანიჭეს: ავსტრალიას, ეგვიპტეს, ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, იორდანიას, ახალ ზელანდიას, ტაილანდს, ქუვეითს, მაროკოს, პაკისტანს, ბაჰრეინს, ფილიპინებს, არგენტინას, ავღანეთს, ტუნისსა და ბრაზილიას.

წყარო: ptn.ge