ხანძარმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში 28 წლის შვილი და 56 წლის მამა იმსხვერპლა.
ცეცხლი გვიან ღამით მაშინ გაჩნდა, როცა სახლში მამა-შვილი მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა.
ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
“იმედინიუსი”