კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 24 201 ახალი შემტხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი, ხოლო 10 732 პირი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო 7 დღის – 24,96%. ბოლო 24 საათში 8 371 აცხრა ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 200 124 ადამიანი დაინფიცირდა, 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 016 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში – 85 191 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 61 936, PCR ტესტით კი 23 255.

დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 2 722 187 ადამიანი აიცრა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 33 პირი იმყოფება.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 454.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი, 2 031-ია.