სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის ნეგატიური შედეგები დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2021 წელს, ბოლო 60 წლის მანძილზე, ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდეს.
– „აქედან გამომდინარე, კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
წყარო: itv.ge