სიღნაღში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, სავარაუდოდ, ადგილობრივებმა გადაწვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, სავარაუდოდ გადაწვეს.

 

მკვლელობა სოფელ ჯუგაანში 30 იანვარს მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელ ქალს საკუთარ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ ბრალდებულის სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ვარაუდობენ, რომ მკვლელის სახლი ადგილობრივებმა მიზანმიმართულად გადაწვეს. მომხდარის დეტალებს პოლიცია არკვევს.

 

“რუსთავი2”