სხვადასხვა ტიპის აბონემენტები არსებობს და შეუძლიათ გამოიყენონ – კალაძე გაძვირებულ მგზავრობაზე.
“თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ადამიანი, თუ რომელი პაკეტი მიიღოს” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახი კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
– “ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პაკეტი მიიღოს. თუ თქვენ შეიძენთ ერთწლიან აბონემენტს 50 თეთრზე ნაკლები გამოგივათ. თქვენი გადასაწყვეტია, ამიტომ არსებობს სხვადასხვა პაკეტები, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისარგებლოთ ამ პაკეტებით იმის მიხედვით, თუ რამდენ მგზავრობას ახორციელებდით” – თქვა კახი კალაძემ.
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა.
ცნობისთვის, ძალაში რჩება მეტრომანებითა და საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის მერიის აბონემენტები იმოქმედებს, რომელსაც დროის მიხედვით, სხვადასხვა ფასი აქვს.
წყარო: newposts.ge