ინფიცირების სტატისტიკა ისევ გაიზარდა – საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 8 326 პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 77 584 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 972, PCR ტესტით – 29 612.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო 7 დღის – 27,36%.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 250 108 ადამიანი დაინფიცირდა, 1 038 391 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 102 პაციენტი გარდაიცვალა.