კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, აუცრელობის გამო, 12 მღვდელს მღვდელმსახურება შეუჩერა.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის 12 მღვდელს, აუცრელობის გამო, სამი თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.
მთავარეპისკოპოს ქრისტომოს II-ის თქმით, ფაქტი, რომ რამდენიმე მღვდელი მის მითითებას არ დაემორჩილა გაუგონარია. მანვე აღნიშნა, რომ სამთვიანი შეზღუდვა შესაძლოა 6 თვით გახანგრძლივდეს ან მათ საერთოდ ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება.
წყარო: itv.ge