“მოსახლეობის 70% ივლისამდე უნდა აიცრას” – გამყრელიძე მაინც თავისას არ იშლის

“მოსახლეობის 70% ივლისამდე უნდა აიცრას” – გამყრელიძე მაინც თავისას არ იშლის.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, განიხილეს 2022 წლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 70%-ის აცრას.

– “ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, მონეტარული წახალისების გაგრძელებას და აქცენტის გაკეთებას ბუსტერ დოზებზე.

– “ომიკრონის” შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან ​დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი “ბუსტერზე” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: ptn.ge