გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოსკოვი მსოფლიოს საუკეთესო მეგაპოლისად აღიარა ცხოვრების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის განვითრების კუთხით.
ასეთი შეფასება ქალაქმა „გაეროს ურბანული კეთილდღეობის ინდექსში“ (Global Cities Ranking Draft) მიიღო.
რეიტინგის სრული ვერსია 31 მარტს იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი კვლევის მხოლოდ მოკლე ვარიანტი ქვეყნდება.
ურბანული კეთილდღეობის ინდექსი — ეს ყოვლისმომცველი ინსტრუმენტია მსოფლიოს ქალაქების განვითარებაში კეთილდღეობისა და ბალანსის დონის შესაფასებლად და მონიტორინგისთვის. ის გაეროს პროგრამა UN-Habitat-ის ფარგლებში შეიქმნა 1978 წელს. მისი მიზანია გლობალური ძალისხმევის კოორდინაცია მდგრადი ურბანული განვითარებისთვის.
ექსპერტებმა მსოფლიოს 50 უდიდესი ქალაქის მაჩვენებლები გააანალიზეს. საბოლოო რეიტინგში 29 მეგაპოლისი შევიდა. ჩამონათვალი ანბანის მიხედვით ასე გამოიყურება: ბანგკოკი, ბოგოტა, ბუენოს-აირესი, ჰონკონგი, დარ-ეს-სალამი, დელი, ჯაკარტა, ლაგოსი, ლიმა, ლონდონი, მადრიდი, მეხიკო, მოსკოვი, ნაირობი ნიუ-იორკი, ოსაკა, პარიზი, პეკინი, სანტიაგო, სან-პაულუ, სეული, სიდნეი, სინგაპური, ტოკიო, ტორომტო, ხოშიმინი, შანხაი, უხანი და ერ-რიადი.
UN-Habitat-ისა და კვლევით ცენტრ Eure-ს ექსპერტებმა ქალაქები განვითარების ისეთი მაჩვენებლების მიხედვით შეაფასეს, როგორებიცაა: ეკონომიკის პროდუქტიულობა, ინფრასტრუქტურის განვითრება, ცხოვრების ხარისხი, თანასწორობა და სოციალური ინკლუზიურობა, ეკოლოგიური მდგრადობა, ადმინისტრაცია და კანონმდებლობა.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო ამ მაჩვენებლებს შორის ბალანსის ხარისხი.
ყოვლისმომცველი შეფასებით, მოსკოვი სინგაპურთან და ტორონტოსთან ერთად შევიდა მსოფლიოს ყველაზე აყვავებულ მეგაპოლისთა სამეულში. ინდექსის ათეულში ასევე შედის: სიდნეი, ლონდონი, პარიზი, მადრიდი, შანხაი, ჰონკონგი და ნიუ-იორკი.
გარდა ამისა, მოსკოვი მსოფლიოში საუკეთესო გახდა ორ კატეგორიაში: „ინფრასტრუქტურის განვითარების დონე“ (საბინაო, სოციალური, ICT, ტრანსპორტი) და „ცხოვრების ხარისხი“ (მაჩვენებლები ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და დასვენების სფეროში, უსაფრთხოებისა და საჯარო სივრცეების კუთხით).
UN-Habitat-ის პირველი ინდექსი 2015 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ კი შეჩერდა. თუმცა, მის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ქვეყნდებოდა ცალკეული ქალაქების განვითარების შესახებ კვლევები.