აშშ-ში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი „სცენარი“ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის სავარაუდო მომზადების შესახებ, გასაკვირი არ არის.
მათი მტკიცებით, ასეთი „ყალბი საბაბის“ შექმნა დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის.
„არ გვაკვირვებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი სცენარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ყალბი საბაბით სავარაუდო მზადების შესახებ. ეს დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებას ახსოვს სიყალბეები, რომლებსაც აშშ იყენებდა სამხედრო ინტერვენციებისთვის მთელ მსოფლიოში,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.