საქართველოში კოვიდის 22 263 შემთხვევა გამოვლინდა

ინფიცირების სტატისტიკა კვლავ მაღალიაა – საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაიცვალა 39  ადამიანი, ხოლო 15 575 პირი გამოჯანმრთელდა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.87%.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა – 2 173, იმერეთი – 3 357, ქვემო ქართლი – 1 340, შიდა ქართლი – 1 279, გურია – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 480, კახეთი – 1 091, მცხეთა-მთიანეთი – 479, სამცხე-ჯავახეთი – 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:

5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 408, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 214.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 464, აჭარაში – 146, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 45, იმერეთში – 27.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 – თბილისში, 565 – აჭარაში.

195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 053 966, ვირუსს ემსხვერპლა 15 141 პაციენტი.