შეიძლება პატიმრობა არ იყოს, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს – უგულავა

შეიძლება პატიმრობა არ იყოს, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს – უგულავას პროცესი დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოს გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.

– “მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ მოსამართლე კოჭლამაზიშვილი აქ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, არა, შეიძლება პატიმრობა არ იყოს, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს, ეს ჯარიმა ახალი მეთოდია აქტივისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე” – თქვა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, ყველამ იცის, რომ გავაშელიშვილი ზონდერია და მასზე თავდასხმის შემდეგ გამდიდრდა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

წყარო: newposts.ge