შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო აშშ-ში კიდევ 4 000-მდე რეისი გაუქმდა.
შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო, აშშ-ში ავიაკომპანიებმა ათასობით ფრენა გააუქმეს – ინფორმაციას CNN ავრცელებს. მხოლოდ დღეს, აშშ-ის ფარგლებსა და მის გარეთ, 4 000-მდე ფრენაა გაუქმებული, 3 700-ზე მეტი კი გადაიდო.
ყველაზე მეტი ფრენა ტეხასში გაუქმდა. ფრენების განრიგს ვერ მიჰყვებიან ვერც ინდიანაპოლისში, კოლუმბუსში, ცინცინატსა და კლივლენდში.
Southwest Airlines-მა დაგეგმილი ფრენების 15% გააუქმა (400-მდე ფრენა), American Airlines-მა 16%, United Airlines-მა კი 10%.
ავიაკომპანიებში ამბობენ, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, ისინი, ვინც ბილეთებით ვერ სარგებლობენ, ხელახალი ჯავშნის გაკეთებას უფასოდ შეძლებენ.
წყარო: itv.ge