“ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა” – ვოლსკი

მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელ ნაწილად – ვოლსკი თოლორაიაზე.

გია ვოლსკის ლონდა თოლორაიას განცხადებები არ მოსწონს. “ოცნების” ლიდერი ამჯერად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს დაესხა თავს.

– “ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ-ერთ პოსტზე, ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი.” განაცხადა ვოლსკიმ.

ის ამბობს, რომ არაკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი უწყების ჩამოყალიბებაში.

შეგახსენებთ, გაუქმებას თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელი შეიტანა სახალხო დამცველმაც.

წყარო: ptn.ge