განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.
სამინისტროს ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ დროისათვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%-ია აცრილი.
შეგახსენებთ, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ აქვთ საშუალება, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
“ალია”