„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიცრუესა და ბოროტებაზე – კახა კალაძე

ეს არის ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიცრუესა და ბოროტებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „შაბათის ქრონიკაში“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე „ქრონიკაში“ გასულ ნიკა მელიას ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქ სიახლე არაფერია და ამაზე მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს.

 

„ამ ჩანაწერში სიახლე არაფერია, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს არის ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ბოროტებაზე, ყველაფერი ცუდი რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ და არჩევნებშიც დადგა შესაბამისი შედეგი – მოსახლეების უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. მისმა დავალებებმა კი რესურსი ამაოდ გახარჯა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გაქცეული ლიდერის ჩამოსვლა არ სურდა. ეს მკაფიოდ ჩანს და ისმის ვიდეომასალიდან, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.