“ოცნებასთან” დაახლოებული და სუს-ის მიერ წარდგენილი პირები საარჩევნო კომისიებში – ანტიკორუფციული მოძრაობის ბრიფინგი.
ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების წინ ცესკო-მ ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის კომისიები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა.
ორგანიზაციის მტკიცებით, მაგალითად ბათუმში, ცესკომ კომისიის დროებით წევრად აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის ოქროს მოწმე, ზაალ ზაალიშვილი აირჩია.
– “ცესკოს გადაწყვეტილებით, დანიშნულები არიან პირები, რომლებიც შემჩნეული არიან წლების განმავლობაში არჩევნების ფალსიფიკაციასა და მანიპულაციაში. მათ აქვთ დავალებული, კონკრეტული სპეცოპერაციის ჩატარება და ძალაუფლების გამტკიცება “ქართული ოცნებისთვის”. კონკურსი მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
– ზაალ ზაალიშვილი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოადგენა ქართულ ოცნებას. ის არის ქართული ოცნების წევრი და თუ დავაკვირდებით მის აქტიურობას სოციალურ ქსელებში, პირდაპირ შეგვიძლია მას ვუწოდოთ ქართული ოცნების ტროლი” – თქვა პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ.
წყარო: itv.ge