რიყე-ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო პირველ მარტამდე არ იმუშავებს

რიყე-ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიყე-ნარიყალის საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე არ იმუშავებს.

„აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოებს იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

“ნეტგაზეთი”