ღარიბაშვილმა წარადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატები

ღარიბაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები შეარჩია.

ღარიბაშვილმა უკვე წარუდგინა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატურები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა პარლამენტს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურები კი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

შეგახსენებთ, ამ საკითხზე დღეს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან.

წყარო: itv.ge