“ლელოს” ლიდერები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ

“ლელოს” ლიდერები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ.

“ლელოს” ლიდერები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან გამართავენ.

“ლელო” პარტნიორებთან ერთად განიხილავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას. აუდიენციების თემა იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულება და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც.

წყარო: itv.ge