ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ თუ უკრაინა დონბასში შეტევას განახორციელებს, „ბელორუსის არმია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც რუსული“.
რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვის კითხვაზე: “მაშ, ეს ერთად იქნება?” ლუკაშენკომ უპასუხა „რა თქმა უნდა“.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ლუკაშენკოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ბელორუსია რუსეთთან ერთად იბრძოლებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მისი სიტყვები და მათი კონტექსტი იძლევა ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას.
„თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ჩვენ აქ ვხუმრობთ?“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, მოსკოვი და მინსკი აცხადებენ, რომ ძალები იქ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობისთვის გადაისროლეს.