ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ავსტრალია უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვარს ხსნის

ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ავსტრალია უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის. საზღვრები 21 თებერვლიდან გაიხსნება, რაც ბევრი სექტორის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

– “თუ ორმაგად აცრილი ხართ, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას” – თქვა პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა.

ავსტრალიას პანდემიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი ჰქონდა. მთავრობამ საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაკეტა.

ვინც ავსტრალიაში შესვლას გადაწყვეტს ვალდებული იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს. მათ კი ვისაც აცრა სამედიცინო მიზეზის გამო არ აქვთ გაკეთებული, შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, ქვეყანაში შესვლაზე თანხმობის შემთხვევაში კი კარანტინში გადავიდნენ.

ავსტრალიაში ამ დრომდე კორონავირუსის 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევა და 4 248 გარდაცვალება აღირიცხა. მოსახლეობის თითქმის 80% სრულადაა აცრილი.

წყარო: newposts.ge