“სემეკი” დღეიდან “თელმიკოსა” და “თელასის” მონიტორინგს იწყებს

“სემეკი” დღეიდან “თელმიკოსა” და “თელასის” მონიტორინგს იწყებს.

სემეკი, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, “თელმიკოსა” და “თელასში” მონიტორინგს დღეიდან იწყებს. პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სპეციალისტები მრიცხველების აღრიცხვის სისტემას შეისწავლიან, ასევე დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და სხვა საკითხებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს კი ზედმეტად დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​

სემეკში ასობით საჩივარია შესული, რომელიც დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება. მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ არაადეკვატური გადასახადი დააკისრეს.

წყარო: ptn.ge