“ჩემი მოწამვლა სცადა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, ყავაში რაღაც ჩამიყარა ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წიგნში “ძალის გამოღვიძება” ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს. მათ შორის, მთავრობაში სალომე ზურაბიშვილის დანიშვნაზე:

“ვიდრე სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავნიშნავდი, მას საქართველოში საფრანგეთის ელჩის პოსტი ეკავა. ძალიან ლამაზი, არისტოკრატი ქალბატონი. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, ქალბატონ სალომეს ხმა არ ამოუღია, სულ დუმდა და იღიმებოდა. მაგრამ განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა.მე მას გავესაუბრე და გადავწყვიტე დამენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

საქმეში თავიდან ზურაბიშვილი ცოტა უცნაური მეჩვენა, შემდეგ ძალიან უცნაური, მან დაიწყო სამინისტროდან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, ვისი გვარიც არ მოწონდა, ამ გვარის ადამიანმა მიხსნიდა ქალბატონი სალომე, ოციან წლებში ჩემი ნათესავები დახვრიტა. გაუგებარი იყო რა კავშირი ჰქონდა ამას 2004 წელთან? შემდეგ მომთხოვა,თანამდებობიდან გამეთავისუფლებინა ჩვენი ელჩი მოსკოვში. ვეკითხები-რატომ? “ჩემი მოწამვლა სცადა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, ყავაში რაღაც ჩამიყარა” ის პიროვნება ჩვენი პარტიის ერთ ერთი დამფუძნებელი, კოტე კემულარია – წესიერი, სოლიდური ადამიანი იყო. სრულიად გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

ზურაბიშვილმა მინისტრის პოსტზე ერთ წელზე ცოტა მეტი იმუშავა, დროთა განმავლობაში ყველამ შეამჩნია მისი უცნაური ხასიათი. პარლამენტმა მის წინააღმდეგ ბუნტი მოაწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა. შემდეგ ქალბატონი სალომე ქუჩის აქციებზეც საკმაო ექსცენტრიულობით გამოირჩეოდა, -წერს მიხეილ სააკაშვილი წიგნში.

 

წყარო:cnews.ge