ეკა მამალაძისა და გოგი დოლიძის სასცენო წყვილი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი იყო. მამალაძეს დოლიძის გარდაცვალების შემდეგ სხვა პარტნიორი არ ჰყოლია და სცენაზე მარტო შემორჩა. მიზეზზე, თუ რატომ გააკეთა ეს, მომღერალი გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საუბრობს.
„შეიძლებოდა, სცენაზე გოგი დოლიძის შემცვლელი მენახა, მაგრამ მე ეს სპეციალურად არ ვქენი. იმიტომ, რომ ეს არ იქნებოდა ის გოგი, რომლის მოლოდინიც ექნებოდათ. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ ის რომ აღარ იყო, დამთავრდა. მე დავრჩი მარტო.
მახსოვს ბოლო საუბარი გოგისთან. ბათუმიდან მოდიოდა, მითხრა, რომ ჩამოვიდოდა, რაღაც შეხვედრა თუ კონცერტი უნდა გვქონოდა. სულ რამდენიმე დღის საუბარი იყო ჩვენს შორის. ცხოვრებაშიც კარგი მეგობრები ვიყავით. ძალიან ვაჟკაცური იყო, მეგობრული. სულ უნდოდა საწყალს, რამეში მოხმარება. მარტო ჩემთან კი არა, უკიდეგანოდ ყურადრებინი იყო“, – გაიხსენა ეკა მამალაძემ.