“პოლიტიკური დევნის გაგრძელება” – ხაზარაძე ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე.
საპროცედურო კომიტეტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება:
– დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით. ბრძოლა გრძელდება – წერს მამუკა ხაზარაძე.
https://www.facebook.com/mamuka.khazaradze/posts/10159659495057071
წყარო: newposts.ge